
ბათუმში ნანგრევებიდან ხუთი ცხედარი ამოასვენეს
09/10/2021 04:04:29 საზოგადოება
მაშველებმა ბათუმში, ნანგრევებიდან სულ ხუთი ცხედარი ამოასვენეს, მათგან ორი 2 ბავშვია, 2 მამაკაცი, ერთი ქალი.
სამაშველო ოპერაცია, 21 საათია უწყვეტ რეჟიმში გრძელდბა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ერთი სადარბაზო 8ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანის ამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გამოძიება ნგრევის ერთ–ერთ ვერსიად სამშენებლო სამუშაოებს და საყრდენი კედლის გამოცლას განიხილავს.
„თუმცა ჩვენი ინფორმაციით, კორპუსის ქვემოთ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები. მესაკუთრე აკეთებდა ამას და შეიძლება, იყოს საყრდენი კედლის გამოცლა მიზეზი, თუმცა ამას წინასწარ ვერ ვიტყვი, გამოძიება მიმდინარეობს. თუ დადგინდება, რომ მიზეზი ესაა, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში მიეცემიან ეს ადამიანები. 240-ე მუხლის მეორე ნაწილით არის საქმე აღძრული“, - განაცხადა გომელაურმა.
ადგილობრივები უკონტროლო მშენებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ 5–სართულიან კორპუსს ორი სართული რამდენიმე წლის წინ დააშენეს.