
ბათუმში მაშველებისთვის საკვების შესაძენად თანხა უმოკლეს დროში შეგროვდა
08/10/2021 20:53:51 საზოგადოება
მოქალაქეებმა მეხანძრე–მაშველებისთვს, რომლებიც ბათუმში, ნანგრევებში მოყოლილი ადამიაების გადარჩენას 12 საათია, უწყვეტ რეჟიმში ცდილობენ, თანხა უმოკლეს დროში სოციალური ქსელის მეშვეობით შეაგროვეს.
ცნობისთვის: მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანის ამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ნაპოვნია ერთი ცხედარი. ნანგრევებში ჯერ კიდევ რჩება დაახლოებით, 10 ადამიანი, მათგან სამი ბავშვია.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ერთი სადარბაზო 8ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში ჩამოინგრა.
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გამოძიება ნგრევის ერთ–ერთ ვერსიად სამშენებლო სამუშაოებს და საყრდენი კედლის გამოცლას განიხილავს.
„თუმცა ჩვენი ინფორმაციით, კორპუსის ქვემოთ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები. მესაკუთრე აკეთებდა ამას და შეიძლება, იყოს საყრდენი კედლის გამოცლა მიზეზი, თუმცა ამას წინასწარ ვერ ვიტყვი, გამოძიება მიმდინარეობს. თუ დადგინდება, რომ მიზეზი ესაა, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში მიეცემიან ეს ადამიანები. 240-ე მუხლის მეორე ნაწილით არის საქმე აღძრული“, - განაცხადა გომელაურმა.
ადგილობრივები უკონტროლო მშენებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ 5–სართულიან კორპუსს ორი სართული რამდენიმე წლის წინ დააშენეს.