Accentnews.ge
გომელაური ამბობს, რომ ნანგრევებში სავარაუდოდ, 10 ადამიანი რჩება, მათგან ორი ან სამი ბავშვია

გომელაური ამბობს, რომ ნანგრევებში სავარაუდოდ, 10 ადამიანი რჩება, მათგან ორი ან სამი ბავშვია

08/10/2021 19:22:10 საზოგადოება

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ნანგრევებში სავარაუდოდ, 10 ადამიანი რჩება, მათგან ორი ან სამი ბავშვია.

"ორი ან სამი ბავშვი უნდა იყოს, როგორც მეზობლები გვეუბნებიან",– განაცხადა გომელაურმა.

მინისტრის თქმით, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ზუსტი რაოდენობის დაზუსტება ჭირს, რადგან ხშირ შემთხვევაში ბინების მეპატრონეეს სათანადო ინფორმაცია არ აქვთ.

ამასთან, მინისტრი ამბობს, რომ მაშველებმა სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

"10 კაცზე მეტი არ უნდა იყოს შიგნით. ვმუშაობთ მთელი ღამე და ხვალამდე ეს გაგრძელდება, სანამ არ ამოვიყვანთ, ბოლომდე არ მივიყვანთ სამუშაოებს. ძალიან დიდი მასააა და ფრთხილად მუშაობენ. მძმე სამუშოაო, იქიდან გამომდინარე, რომ ორ კორპუსს შუა დგას ეს კორპუსი და მისადგომად ორივე მხრიდან მუშაობენ აქტიურად. ინფორმაციით უდან იყვნენ, ორი, თუ სამი ბავშვი, ვერ გიდასტურებთ ზუსტად. ორი ადამიანი იქნა ამოყვანილი, რომელიც ცოცხალია საბედნიეროდ. როგორც მომახსენეს, ადამიანის ცხედარი უდნა იყოს ნანახი, ვერ გიდასტურებთ, სავარაუდოდ გარდაცვლილი უნდა იყოს. ახლა მუშაობენ, რომ აწიონ ეს სინკარი და ნახონ, - განაცხადა შს მინისტრმა.

ცნობისთვის: მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანის ამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ერთი სადარბაზო დღის პირველ ნახევარში ჩამოინგრა.

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გამოძიება ნგრევის ერთ–ერთ ვერსიად სამშენებლო სამუშაოებს და საყრდენი კედლის გამოცლას განიხილავს.

„თუმცა ჩვენი ინფორმაციით, კორპუსის ქვემოთ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები. მესაკუთრე აკეთებდა ამას და შეიძლება, იყოს საყრდენი კედლის გამოცლა მიზეზი, თუმცა ამას წინასწარ ვერ ვიტყვი, გამოძიება მიმდინარეობს. თუ დადგინდება, რომ მიზეზი ესაა, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში მიეცემიან ეს ადამიანები. 240-ე მუხლის მეორე ნაწილით არის საქმე აღძრული“, - განაცხადა გომელაურმა.

ადგილობრივები უკონტროლო მშენებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ 5–სართულიან კორპუსს ორი სართული რამდენიმე წლის წინ დააშენეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S