
პენიტენციური სამსახური: "მიხეილ სააკაშვილმა თაფლის და ნატურალური წვენის მიღება დაიწყო"
08/10/2021 19:07:29 პოლიტიკა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის ნიკა ცხვარაშვილის განცხადებით, პატიმრობასი მყოფ მიხეილ სააკაშვილმა თაფლის და ნატურალური წვენის მიღება დაიწყო.
„ორშაბათს დაუმზადდა პირადი ბარათი. მას წვდომა ჰქონდა სხვადასხვა პროდუქტებზე, მათ შორის, ნატურალურ წვენებზე, თაფლზე და შეკვეთის დადასტურების შემდგომ, როგორც ვიცი, მან მიიღო უკვე რამდენიმე ქილა თაფლი. ასევე, რამდენიმე ლიტრი ნატურალური წვენი. მას დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება, მათ შორის თაფლის და ასევე ნატურალური წვენის რაც ფაქტობრივად ცხადყოფს იმას, რომ ასე თუ ისე ორგანიზმი არ დგას გამოფიტვის წინაშე“- განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და შიმშილობა გამოაცხადა.