Accentnews.ge
„ბელარუსმა მესაზღვრეებმა პოლონეთის სასაზღვრო ძალების მიმართულებით სროლები განახორციელეს“

„ბელარუსმა მესაზღვრეებმა პოლონეთის სასაზღვრო ძალების მიმართულებით სროლები განახორციელეს“

08/10/2021 17:15:11 მსოფლიო

ბელარუსმა მესაზღვრეებმა პოლონეთის სასაზღვრო ძალების მიმართულებით სროლები განახორციელეს,– იუწყება „ევრონიუსი“ პოლონეთის სასაზღვრო დაცვის წარმომადგენელ ანა მიხალსკაზე დაყრდნობით.

მისი ცნობით, სროლები აღმოსავლეთ საზღვარზე განხორციელდა.

სროლების შედეგად არავინ დაშავებულა და ბელარუსმა მესაზღვრეებმა სავარაუდოდ, ფუჭი ტყვიები გამოიყენეს.

როგორც მიხალსკა აღნიშნავს, პოლონელი მესაზღვრეები მუდმივ ზეწოლას და დაძაბულობას განიცდიდნენ ბელარუსთა მხრიდან, რომლებიც საზღვარზე სხვადასხვა საგნებს ისვრიან.

ინციდენტს პოლონეთის პრემიერი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყოველთვის იდგება პოლონელი ჯარისკაცების და მესაზღვრეების გვერდით.

პოლონეთი, ლიეტუვა და ლატვია არალეგალურ მიგრაციას ებრძვიან ბელარუსიდან. ბრიუსელში აცხადებენ, რომ არალეგალური მიგრაცია ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ არის ორგანიზებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S