
მაშველებმა ნანგრევებიდან ქალი ამოიყვანეს
08/10/2021 16:17:24 საზოგადოება
მაშველებმა ბათუმში, ნანგრევებიდან ქალი ამოიყვანეს. ის პირველი დაზარალებულია რომელმაც ამ დროისთვის ნანგრევებს დააღწია თავი.
ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაშ გადაიყვანა.
ის ცოცხალია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხაება სავარაუდოდ, მოგვიანებით გაკეთდება.
"შეუძლოდაა, დამტვრეულია [ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი – რედ.]. ღმერთის წყალობით, ცოცხალია. ახლა ბავშვებსაც გამოვიყვანთ, ღმერთით. "ბავშვების ხმა თითქოს ისმისო", მაგრამ მე არაფერი ვიცი. მეუღლე კონტაქტური ჯერჯერობით არ არის," - უთხრა ჟურნალისტებს გადარჩენილი ქალის მეულემ რამაზ დვალაძემ.
ოპერაციის წარმატებით განხორციელებას ადგილზე შეკრებული საზოგადოება აპლოდისმენტებით შეხვდა.
სამაშველო ოპერაცია თითქმის ცხრა საათია, უწყვეტ რეჟიმი მიმდინარეობს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ერთი სადარბაზო დღის პირველ ნახევარში ჩამოინგრა.
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გამოძიება ნგრევის ერთ–ერთ ვერსიად სამშენებლო სამუშაოებს და საყრდენი კედლის გამოცლას განიხილავს.
„თუმცა ჩვენი ინფორმაციით, კორპუსის ქვემოთ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები. მესაკუთრე აკეთებდა ამას და შეიძლება, იყოს საყრდენი კედლის გამოცლა მიზეზი, თუმცა ამას წინასწარ ვერ ვიტყვი, გამოძიება მიმდინარეობს. თუ დადგინდება, რომ მიზეზი ესაა, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში მიეცემიან ეს ადამიანები. 240-ე მუხლის მეორე ნაწილით არის საქმე აღძრული“, - განაცხადა გომელაურმა.
ადგილობრივები უკონტროლო მშენებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ 5–სართულიან კორპუსს ორი სართული რამდენიმე წლის წინ დააშენეს.