Accentnews.ge
სინოპტიკოსები ტემპერატურის მატებას პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები ტემპერატურის მატებას პროგნოზირებენ

08/10/2021 15:37:01 საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში 13 ოქტომბრამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობ რაიონებში დღის საათებში +20, +25 გრადუსის ფარგლებში იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში 10 ოქტომბრამდე შენარჩუნებული იქნება ღრუბლიანი და შედარებით ცივი ამინდი. ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. 10 ოქტომბრიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 8-9 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 12, +14 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 10 ოქტომბრიდან გამოიდარებს და +17, +19 გრადუსამდე დათბება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S