Accentnews.ge
მაშველები ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ერთ ადამიანთან გავიდნენ კონტაქტზე

მაშველები ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ერთ ადამიანთან გავიდნენ კონტაქტზე

08/10/2021 14:40:39 საზოგადოება

ექვს საათზე მეტია, მაშველები ბათუმში, ნანგევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ.

როგორც შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, ამ დროისთვის 15–მდე ადამიანს ეძებენ.

ცნობილია, რომ მაშველები კონტაქტზე არიან ახალგაზრდასთან, რომელიც ნანგრევებშია მოყოლილი. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ სამაშველო ჯგუფის წევრებმა გაიგეს ქალის ხმა. არსებული ინფორმაციით, ქალი შენობის ჩამონგრევამდე შინ ორ ბავშვთან ერთად იმყოფებოდა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსი დღის პირველ ნახევარში ჩამოინგრა. მადგილზე მისულია სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურებისა და პოლიციის ჯგუფები.

ადგილობრივები უკონტროლო მშენებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ 5–სართულიან კორპუსს ორი სართული რამდენიმე წლის წინ დააშენეს.

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გამოძიება ნგრევის ერთ–ერთ ვერსიად სამშენებლო სამუშაოებს და საყრდენი კედლის გამოცლას განიხილავს.

„თუმცა ჩვენი ინფორმაციით, კორპუსის ქვემოთ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები. მესაკუთრე აკეთებდა ამას და შეიძლება, იყოს საყრდენი კედლის გამოცლა მიზეზი, თუმცა ამას წინასწარ ვერ ვიტყვი, გამოძიება მიმდინარეობს. თუ დადგინდება, რომ მიზეზი ესაა, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში მიეცემიან ეს ადამიანები. 240-ე მუხლის მეორე ნაწილით არის საქმე აღძრული“, - განაცხადა გომელაურმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S