Accentnews.ge
ღარიბაშვილი ბათუმში ჩავიდა: „უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები ცოცხლები გამოვიდნენ"

ღარიბაშვილი ბათუმში ჩავიდა: „უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები ცოცხლები გამოვიდნენ"

08/10/2021 14:01:29 საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსთან დაკავშირებით მიზეზებზე არ საუბრობს.

მანაც გაიმეორა შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის 10-დან 15 ადამიანამდეა დაკარგული.

მინდა გითხრათ, რომ ძალიან სამწუხარო, ტრაგიკული ამბავი მოხდა. ჩვენი სამსახურები, მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რათა დროულად გაწმინდონ ტერიტორია. არსებული ინფორმაციით, იქ დაახლოებით 10-დან 15 ადამიანამდე არის მოყოლილი და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დროულად მოხდეს სიტუაციის დარეგულირება. ასევე მინდა ვთქვა, რომ დაახლოებით სამასი მაშველი მუშაობს ადგილზე. ყველა საშუალება აქვთ მათ და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. წინასწარ არ მინდა ამის თაობაზე ვილაპარაკო. ბუნებრივია, გამოძიება მუშაობს, არსებობს ბევრი ვერსია და ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. მე მოვისმინე შინაგან საქმეთა მინისტრისგან ვერსიები, ამაზე მანაც განაცხადა საჯაროდ, თუმცა წინასწარ არ მინდა რაიმე დასკვნების გაკეთება. სჯობს, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და პირველ რიგში, უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსი დაახლოებით ექვსი საათის წინ ჩამოინგრა. მისი ერთი სადარბაზო სრულად ჩამოშლილია. ადგილზე მისულია სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურებისა და პოლიციის ჯგუფები.

ადგილობრივები უკონტროლო მშენებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ 5–სართულიან კორპუსს ორი სართული რამდენიმე წლის წინ დააშენეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S