ავღანეთში, მეჩეთში აფეთქებას 50 ადამიანი ემსხვერპლა
08/10/2021 13:50:05 მსოფლიო
ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ყუნდუზში მდებარე მეჩეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.
მომხდარს, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა. ათობით დაშავებული ჰოსპიტალიზებულია.
გამოცემის ცნობით, თავდასხმა პარასკევის ლოცვის დროს მოხდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ–ჯერობით არავის აუღია.


