
სოფელ ქვახვრელთან მტკვარმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი გამორიყა
08/10/2021 10:30:18 საზოგადოება
სოფელ ქვახვრელთან ცოტა ხნის წინ მდინარე მტკვარმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი გამორიყა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე არაა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ცხედარი ერთ-ერთმა მწყემსმა შენიშნა და სამაშველო სამსახური გამოიძახა.
ადგილზე მაშველები და პოლიცია მუშაობს.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.