Accentnews.ge
მოქალაქე – მედიას შეტყობინებას უგზავნის: "დიდი ბეტონის ქვეშ ვარ მომწყვდეული, მიშველეთ, ააწევინეთ ის დიდი ბლოკი“

მოქალაქე – მედიას შეტყობინებას უგზავნის: "დიდი ბეტონის ქვეშ ვარ მომწყვდეული, მიშველეთ, ააწევინეთ ის დიდი ბლოკი“

08/10/2021 09:34:53 საზოგადოება

გამოცემა "ბათუმელების" ცნობით, მას ერთ–ერთმა მოქალაქემ შეტყობინება გაუგზავნა, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, ბათუმში ჩამოგრეული კორპუსის ნანგრევების ქვეშ იმყოფება.

„დიდი ბეტონის ქვეშ ვარ მომწყვდეული, მიშველეთ, ააწევინეთ ის დიდი ბლოკი“ - წერს მოქალაქე „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაზე. 'დაზუსტებით არ არის ცნობილი, მაგრამ ის სავარაუდოდ, ნანგრევებშია მოყოლილი", – წერს გამოცემა.

ცნობისთვის: ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთი კორპუსის ნაწილი დაახლოებით 12 საათზე ჩამოინგრა. ადგილზე საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები, სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ.

როგორც ერთ–ერთმა მეზობელმა იზაბელა ჯაიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ათეული წლების წინ აშენებულ 5-სართულიან კორპუსს ბოლო პერიოდში ორი სართული დააშენეს.

მისივე თქმით, ამჟამად კორპუსის მეორე სართულზე რემონტი მიმდინარეობდა:

"მეორე სართულზე იყო რემონტი. მეზობლებმა დაინახეს, რომ ჯერ ამ სახლიდან კენჭები გადმოცვივდა და შემდეგ იყო კორპუსის ნგრევის ხმა", - განაცხადა იზაბელა ჯაიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ პროფესიით ექთანია და მომხდარის შემდეგ ხალხის დასახმარებლად მივიდა ადგილზე.

შსს–ს ცნობით, ბათუმში კორპუსის ნგრევაზე დაწყებულია გამოძიება, დაზარალებულებზე ინფორმაცია ზუსტდება. ამასთან, უწყებას შსს–ს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან ბათუმში დამატებითი ცოცხალი ძალა შეჰყავს:

"მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე. დამატებით, ასევე, მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება".

მსხვერპლისა შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S