
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: "ამ ეტაპზე ერთი ბავშვია გადაყვანილი კლინიკაში“
08/10/2021 08:40:59 საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, არ აქვს ინფორმაცია სხვა დაშავებულების შესახებ.
„ამ ეტაპზე ერთი ბავშვია გადაყვანილი კლინიკაში“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
შეგახსენებთ, რომ მცირეწლოვანი, რომელიც კორპუსთან გაჩერებულ მანქანაში იჯდა, ნანგრევებში მოჰყვა.
ცნობისთვის: ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთი კორპუსის ნაწილი ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში მოყვნენ კორპუსში მცხოვრებლები. ადგილზე საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები, სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ.
როგორც ერთ–ერთმა მეზობელმა იზაბელა ჯაიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ათეული წლების წინ აშენებულ 5-სართულიან კორპუსს ბოლო პერიოდში ორი სართული დააშენეს.
მისივე თქმით, ამჟამად კორპუსის მეორე სართულზე რემონტი მიმდინარეობდა:
"მეორე სართულზე იყო რემონტი. მეზობლებმა დაინახეს, რომ ჯერ ამ სახლიდან კენჭები გადმოცვივდა და შემდეგ იყო კორპუსის ნგრევის ხმა", - განაცხადა იზაბელა ჯაიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ პროფესიით ექთანია და მომხდარის შემდეგ ხალხის დასახმარებლად მივიდა ადგილზე.
ამ წუთებში საგანგებო-სიტუაციის სამსახურის თანამშრომლებს კორპუსის ჩამონგრეული ნაწილის გვერდით სადარბაზოში მცხოვრები მოქალაქეები აივნიდან სახანძრო კიბის საშუალებით გამოყავთ.
მსხვერპლისა შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.