Accentnews.ge
"სხვა ვირუსებიც უკვე სახეზეა, შეინიშნება მოსახლეობის ორმაგი ინფიცირება"

"სხვა ვირუსებიც უკვე სახეზეა, შეინიშნება მოსახლეობის ორმაგი ინფიცირება"

08/10/2021 07:44:38 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში "კოვიდ–19"–ის გარდა, უკვე სეზონური ვირუსებიც ცირკულირებენ და "შეინიშნება მოსახლეობის ორმაგი ინფიცირება".

"ამის მოლოდინი შარშანაც იყო თუმცა კოვიდმა მაშინ მოახერხა და ჩაანაცვლა ყველა სხვა სეზონური ვირუსი, თუმცა ამ ეტპაზე კოვიდი შედარებით დასუსტებულია და აქედან გამომდინარე, სხვა ვირუსებიც უკვე სახეზეა და მათი ერთმანეთთან თანდებით უკვე შეინიშნება ორმაგი ინფიცირება მოსახლეობის. რა თქმა უნდა, ქვეყანა ამისთვისაც არის მზად, მკურნალობა ტიპიურია და სიმპტომურად მიმდინარეობს, საწოლფონდის მიხედვით ქვეყანა ამისთვისაც მზადაა", - განაცხადა ტიკარაძემ.

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციისკენ.

მისი თქმით, სამინისტრო სეზონური გრიპების ვაქცინის 200 000 დოზას შეიძენს:

"ჯანდაცვის სამინისტრო 200 000 დოზას მიაწვდის ჩვენს მოქალაქეებს და რა თქმა უნდა, კერძო სექტორი, თავის მხრივ, ატარებს თვის წილ პასუხისმგებლობას ამ მიმართულებით. ოქტომბრის თვეში ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ ხელმისაწვდომობა სეზონური გრიპის ვაქცინაზე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S