
თბილისი და 6 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
08/10/2021 07:05:46 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2 661 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი.
დღე–ღამის განმავლობაში დაავადებისგან გამოჯანმრთელდა 1 274 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 840 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 119 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 721 PCR ტესტით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 661 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 803 შემთხვევა,
- აჭარა - 105,
- იმერეთი - 559,
- ქვემო ქართლი - 158,
- შიდა ქართლი - 116,
- გურია - 53,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 293,
- კახეთი - 420,
- მცხეთა-მთიანეთი - 58,
- სამცხე-ჯავახეთი - 60,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 21 847 საიდანაც: 4 201 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 425, აჭარაში - 365, იმერეთში - 979. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 970 პირი, მათ შორის, თბილისში - 335, აჭარაში - 87, იმერეთში - 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი, მათგან თბილისში - 138, აჭარაში - 25, იმერეთში - 28. 660 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 327 - თბილისში, 185 - აჭარაში. 16 986 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 60, ხოლო აჭარაში - 7.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 7 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 229 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 096 ადამიანი.