Accentnews.ge
მესამე კვირაა, ლა-პალმას კუნძულზე ვულკანი აქტიურია: "ვითარება დაძაბული და არაპროგნოზირებადია" (ვიდეო)

მესამე კვირაა, ლა-პალმას კუნძულზე ვულკანი აქტიურია: "ვითარება დაძაბული და არაპროგნოზირებადია" (ვიდეო)

07/10/2021 20:25:28 მსოფლიო

მესამე კვირაა, ესპანეთში, კანარის კუნძულებზე, ლა-პალმას კუნძულზე ვულკანი აქტიურია.

დღეს ვულკანის კრატერიდან დიდი რაოდენობით ფერფლი ამოიფრქვა, რის გამოც კუნძულზე მდებარე აეროპორტი კიდევ ერთხელ დაიხურა.

კანარის კუნძულების სხვა აეროპორტები ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

ესპანეთის სეისმოლოგიური ცენტრის განცხადებით, ვულკანის კრატერიდან ლავა და ფერფლი კვლავ მოედინება. მისივე ცნობით, ბოლო 24 საათში კუნძულზე 16 მიწისძვრა მოხდა, არც ერთი მათგანის სიმძლავრე 3,5 მაგნიტუდას არ აღემატებოდა.

გერმანიის გეომეცნიერების კვლევითმა ცენტრმა, რომელმაც ლა პალმაში სპეციალისტები გაგზავნა, განაცხადა, რომ ლავას ნაკადის სიგრძე 6,300 მეტრია, სიგანე ზოგ ადგილზე –1000 მეტრზე მეტი, ხოლო სისქე – დაახლოებით, 25 მეტრი.

როგორც ცენტრის მკვლევარმა ტომას ვალტერმა აღნიშნა, "სიტუაცია კვლავ დაძაბული და არაპროგნოზირებადია":

”ჯერ ნაადრევია იმის თქმა, როგორ დასრულდება ეს ამოფრქვევა”.

ლა-პალმაზე ვულკანის ამოფრქვევა 19 სექტემბერს დაიწყო. ლავამ ასობით სახლი, სკოლა, სხვა შენობები და ბანანის პლანტაციები გაანადგურა.

ევაკუირებულია 6 000-დე ადამიანი. ესპანეთის ხელისუფლებამ ლა პალმა კატასტროფის ზონად გამოაცხადა და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაზარალდა, ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S