CIA ჩინური საფრთხის მოსაგერიებლად ახალ ცენტრს ქმნის
07/10/2021 17:43:10 მსოფლიო
აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტო (CIA) ჩინეთისგან მომდინარე საფრთხის მოსაგერიებლად ახალ ცენტრს ქმნის.
„ჩინეთთან დაკავშირებული ოპერაციების ცენტრი შეიქმნა, რათა უპასუხოს ჩინეთის მხრიდან გლობალურ გამოწვევას, რაც სპეცსამსახურის მუშაობის ყველა სფეროს ეხება", – აცხადებენ CIA–ში.
აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს განცხადებაში ჩინეთი აშშ-ისთვის XXI საუკუნის ყველაზე დიდ საფრთხედ არის მოხსენიებული.
გარდა ამისა,სააგენტოს დირექტორის უილიმ ბერნსის თქმით, CIA "აგრესიულ რუსეთზე, პროვოკაციულ ჩრდილოეთ კორეაზე და მტრულად განწყობილ ირანზე ფოკუსირებას გააგრძელებს".


