
სააკაშვილთან შეხვედრას მისი შვილები, დედა და სანდრა რულოვსი ითხოვენ
07/10/2021 13:10:18 საზოგადოება
საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას მისი შვილები, დედა და სანდრა რულოვსი ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი განცხადება უკვე დაწერილია, თუმცა ის ჯერ–ჯერობით დაკმაყოფილებული არ არის.
„რაც შეეხება პაემნებს, ამ დრომდე არ გვაქვს პასუხი დართავენ თუ არა გიული ალასანიას სააკაშვილის მონახულების უფლებას. მაქსიმალურად ცდილობენ, იზოლაცია მოახდინონ და მიხეილ სააკაშვილს ინფორმაციული ვაკუუმი შეუქმნან“, - განაცხადა გელხაურმა.