Accentnews.ge
პატრიარქის მდივანი: "სააკაშვილმა თქვა, რომ შიმშილობის გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს"

პატრიარქის მდივანი: "სააკაშვილმა თქვა, რომ შიმშილობის გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს"

07/10/2021 12:19:34 საზოგადოება

პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ დეკანოზმა ჟურნალისტებს ციხის დატოვების შემდეგ განუცხადა.

„მისი უწმინდესობის დავალებით და ლოცვა-კურთხევით, დღეს მოვინახულე ბატონი მიხეილ სააკაშვილი. მას გადავეცი მისი უწმინდესობის მოკითხვა და ლოცვა-კურთხევა, გადავეცი მისი უწმინდესობის თხოვნა შიმშილობასთან დაკავშირებით. ბატონმა მიხეილმა მოიკითხა მისი უწმინდესობა, მთხოვა გადავცე, რომ მას პატივს სცემს და მოვიკითხო დიდი პატივისცემით. რაც შეეხება შიმშილობას, მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ის ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. ამ თხოვნასთან დაკავშირებით, ასეთი პასუხი მითხრა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა. მისთვის სისუტე არ შემიმჩნევია, სულ რამდენიმე წუთი ვისაუბრეთ და დავემშვიდობეთ ერთმანეთს“, - განაცხადა ბოტკოველმა.

მისივე თქმით, სააკაშვილმა სთხოვა პატრიარქისთვის გადაეცა, რომ სამკერდე ჯვარი არ აქვს და მის დაბრუნებას ითხოვს:

"მე არ ვყოფილვარ მის საკანში, ნეიტრალურ ზონაში შევხვდით, სადაც მიღებების საშუალებაა. იქ არანაირი პირობები არ არის, მთხოვა მის უწმინდესობას გადავცე, რომ სამკერდე ჯვარი არ აქვს და იქნებ, ეს სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ მას“.

პატრიარქის მდივანს ჰკითხეს, როგორი იყო მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა, რაზეც მან უპასუხა, რომ ამ დარგის სპეციალისტი არაა:

"მე არ შემიმჩნევია მისთვის სისუსტე. ვისაუბრეთ სულ რამდენიმე წუთი, დავემშვიდობეთ ერთმანეთს და როგორც ხედავთ, გამოვედი".

ამასთან, როგორც პატრიარქის მდივანი აცხადებს, მას ყოფილ პრეზიდენტთან პატრიარქის მიერ შერჩეული სახარება უნდა შეეტანა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სახარება მეტალის ყდის იყო, აღნიშნულის სააკაშვილისთვის გადაცემის საშუალება არ მისცეს:

"პატრიარქმა შეარჩია ეს სახარება და მოვიტანე სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი, რასაც ამანათით შეუგზავნიან. ეს სახარება კი უკან დამიბუნეს".

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და შიმშილობა გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S