Accentnews.ge
CNN - რუსი ჰაკერები აშშ-ისა და ევროპის სამთავრობო სტრუქტურების ქსელების გატეხვას შეეცადნენ

CNN - რუსი ჰაკერები აშშ-ისა და ევროპის სამთავრობო სტრუქტურების ქსელების გატეხვას შეეცადნენ

07/10/2021 11:07:29 მსოფლიო

რუსი ჰაკერები, რომლებიც 2020 წელს აშშ-ის ფედერალურ სააგენტოებზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან დგანან, ბოლო თვეებში აშშ-ისა და ევროპის სამთავრობო სტრუქტურების ქსელების გატეხვას შეეცადნენ, – იუწყება CNN კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსზე დაყრდნობით.

კიბერუსაფრთხოების კომპანია Mandiant-ს გენერალური დირექტორის ჩარლზ კარმაკალის განცხადებით, ჰაკერებმა ახალი ინსტრუმენტები და მეთოდები გამოიყენეს.

„ჯგუფმა მოახდინა კომპრომეტირება ბევრი იმ სახელმწიფო უწყებისა და ორგანიზაციის საიტების, რომლებიც საშინაო და საგარეო საკითხებით არიან დაკავებული“, - განაცხადა კარმაკალმა. მაგრამ მას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ კომპანიებაზეა საუბარი და შეძლეს თუ არა ჰაკერებმა მათგან რაიმე ინფორმაციის მოპოვება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S