Accentnews.ge
უკრაინელმა დეპუტატებმა უმაღლესი რადის სპიკერი დიმიტრი რაზუმკოვი თანამდებობიდან გადააყენეს

უკრაინელმა დეპუტატებმა უმაღლესი რადის სპიკერი დიმიტრი რაზუმკოვი თანამდებობიდან გადააყენეს

07/10/2021 11:12:04 მსოფლიო

უკრაინელმა დეპუტატებმა უმაღლესი რადის სპიკერი დიმიტრი რაზუმკოვი თანამდებობიდან გადააყენეს. საკითხი საპრეზიდენტო პარტია "ხალხის მსახურის" მიერ იყო ინიცირებული.

სპიკერის გადაყენებას 226 აუცილებელის ნაცვლად 284-მა დეპუტატმა მისცა ხმა, მათ შორის - არა მარტო ზელენსკის პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ყველა წევრმა, არამედ სხვა სადეპუტატო შენაერთებმაც, ექს-პრემიერ იულია ტიმოშენკოს მხარდამჭერთა ჩათვლით. წინააღმდეგები იყვნენ ექს-პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მომხრე დეპუტატები და პრორუსულად მიჩნეული "ოპოზიციური პლატფორმის" წევრები.

აღსანიშნავია, რომ რაზუმკოვი 2019 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ზელენსკის უახლოეს თანამოაზრედ ითვლებოდა და საპარლამენტო არჩევნებზე "ხალხის მსახურის" საარჩევნო სიის სათავეში იყო. მედიაში მისი გადაყენების მიზეზად პრეზიდენტის ოფისთან კონფლიქტი სახელდება. ზელენსკის მხარდამჭერები რაზუმკოვს პრეზიდენტის რიგი ინიციატივების საბოტირებაში ადანაშაულებენ, მათ შორის "ოლიგარქების შესახებ" ამასწინათ მიღებული კანონისა. პრეზიდენტის ოფისში თვლიან, რომ რაზუმკოვს საუთარი პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდა, საპრეზიდენტოს ჩათვლით.

თავად რაზუმკოვმა ამასწინანდელი გამოსვლისას ხელისუფლება "კანონის უზენაესობისა და სიტყვის თავისუფლების პრინციპების ღალატში" დაადანაშაულა. მან ასევე ე.წ. "პანდორას გამოძიების" ამასწინათ გამოქვეყნებულ შედეგებზე მიანიშნა, რომელშიც ოფშორებთან პრეზიდენტ ზელენსკის სავარაუდო კავშირებზეც იყო საუბარი.

ელიან, რომ უკვე დღეს რადა ახალ სპიკერს აირჩევს - სავარაუდოდ, "ხალხის მსახურის" წარმომადგენელ რუსლან სტეფანჩუკს, რომელიც მანამდე ვიცე-სპიკერი გახლდათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S