Accentnews.ge
"დეკანოზმა სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა"

"დეკანოზმა სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა"

07/10/2021 10:29:44 საზოგადოება

საპატრიარქოს ცნობით, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა და სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება.

„დღეს, 2021 წლის 7 ოქტომბერს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ბატონ მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და შიმშილობა გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S