WHO-მ მალარიის პირველი ვაქცინა დაამტკიცა
07/10/2021 10:25:38 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მალარიის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის, „მოსქუირიქსის“ გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცა.
ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია „გლაქსოსმიტკლაინის“ მიერ შემუშავებულ მედიკამენტს ექვს წელზე მეტია, სუბსაჰარული აფრიკის სამ ქვეყანაში – განაში, კენიასა და მალავიში, საპილოტე პროგრამის ფარგლებში ცდიდნენ.
მალარია ძირითადად ახალშობილებისა და ჩვილებისთვის წარმოადგენს მომაკვდინებელ საფრთხეს. პარაზიტი, რომელიც კოღოს საშუალებით სისხლში ხვდება, მის უჯრედებს ანადგურებს. მხოლოდ 2019 წელს აფრიკაში მალარიით 260 000-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა.


