
მამა მიქაელ ბოტკოველი მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მივიდა
07/10/2021 10:10:15 საზოგადოება
საქართველოს პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი პატიმრობაში მყოფ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მივიდა.
როგორც დეკანოზი ამბობს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატრიარქის კურთხევით იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და შიმშილობა გამოაცხადა.