Accentnews.ge
მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთის მქონე პირებს შესაძლებლობა ექნებათ განსხვავებული ვაქცინით აიცრან

მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთის მქონე პირებს შესაძლებლობა ექნებათ განსხვავებული ვაქცინით აიცრან

07/10/2021 08:58:58 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთის მქონე პირებს შესაძლებლობა ექნებათ განსხვავებული ვაქცინით აიცრან.

მისი თქმით, მაგალითად, თუ ხართ "სინოფარმით აცრილი", მაგრამ ქვეყანა, სადაც მიემგზავრებით, იღებს "ფაიზერით" აცრილებს, "ბუსტერ" დოზად "ფაიზერის" გაკეთებას შეძლებთ, ამისთვის უნდა მიმართოთ ამცრელ დაწესებულებას და წარადგინოთ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი.

"განსხვავებული ვაქცინით ვაქცინაცია დასაშვებია პირველი ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგ, ამდენად ჩვენს შემთხვევაშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს რეკომენდაცია და დავუშვათ იმ პირების განმეორებითი ვაქცინაცია მათ მიერ მოთხოვნილი ვაქცინით, რაც გამომდინარეოს მოგზაურობის ან ბიზნესმიზნებიდან და ეს შეიძლება იყოს ფაიზერის, შეიძლება იყოს ნებისმიერი სხვა ვაქცინა, რომელსაც ის ქვეყანა იღბს, სადაც პირი მიემგზავრება. ამისთვის მათ უნდა მიმართონ ამცრელ დაწესებულებას და თან უნდა იქონიონ მიზნობრიობის, ანუ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი, რის საფუძველზეც მოხდება მათთვის ვაქცინაციას დაგეგმვა", - განმარტა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S