Accentnews.ge
თბილისი და 6 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 6 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

07/10/2021 06:55:31 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2 228 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 28 პაციენტი.

დღე–ღამის განმავლობაში დაავადებისგან გამოჯანმრთელდა 1 711 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 828 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 619 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 209 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 228 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 638 შემთხვევა,
  • აჭარა - 128,
  • იმერეთი - 469,
  • ქვემო ქართლი - 125,
  • შიდა ქართლი - 100,
  • გურია - 82,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 241,
  • კახეთი - 324,
  • მცხეთა-მთიანეთი - 40,
  • სამცხე-ჯავახეთი - 52,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 20 490 საიდანაც: 4 150 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 435, აჭარაში - 355, იმერეთში - 942. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 959 პირი, მათ შორის, თბილისში - 330, აჭარაში - 90, იმერეთში - 300. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 256 პირი, მათგან თბილისში - 137, აჭარაში - 26, იმერეთში - 29. 633 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 306 - თბილისში, 185 - აჭარაში. 15 707 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 59, ხოლო აჭარაში - 6.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 6 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 227 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 085 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S