პაკისტანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები
07/10/2021 06:19:01 მსოფლიო
პაკისტანში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ბალოჩისტანის პროვინციაში იყო. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია, სულ მცირე, 20 და დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.
როგორც Reuters იუწყება, მსხვერპლთა უმეტესობა ქალები და ბავშვებია.
დანგრეულია საცხოვრებელი სახლები.
მიწისძვრა გამთენიისას მოხდა, როდესაც მოსახლეობას ჯერ კიდევ ეძინა.
სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.


