Accentnews.ge
7 ოქტომბერს თბილისის უმეტეს უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

7 ოქტომბერს თბილისის უმეტეს უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

06/10/2021 20:40:27 საზოგადოება

"თელასის" ოფიციალური ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 7 ოქტომბერს თბილისის უმეტეს უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ეს უბნებია:

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ტრანსპორტის და სამტრედიის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, დიღმის მასივის II კვარტლის, კოსმონავტების სანაპიროს, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სამტრედიის, სტანისლავსკის, აგლაძის, კარალეთის, ცაბაძის, მეტრეველის, თევდორე მღვდლის და ცემის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი-დიღმის შემაერთებელი მაგისტრალის, ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ოთხი ათასი მესხის, ასმათის, ვეფხისტყაოსნის, დავარის და მიცკევიჩის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ქავთარაძის, უნივერსიტეტის, ანა პოლიტკოვსკაიას და ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, შეშელიძის, ხევძმარის, ხარაძის, ქერჩის, ხიზანიშვილის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის, არაყიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილის, მცხეთის, მარუხის გმირთა, ტიციან ტაბიძის, აბაშელის, რაზმაძის, კოსტავას და ვერეს ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანდორ პეტეფის, წულუკიძის და ლაღიძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 VII კვარტლის, მოსკოვის გამზირის IV კვარტლის, კალოუბნის, შუამთის, ჯავახეთის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახტანგ ნინუას და ზესტაფონის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის და წინანაურის ქუჩების მოსახლეობას.

აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S