
ნატო ბრიუსელიდან რუსეთის მისიის 8 თანამშრომელს აძევებს
06/10/2021 16:54:34 მსოფლიო
ნატოს ხელმძღვანელობა ალიანსის შტაბ-ბინიდან რუსეთის მისიის 8 თანაშრომელს გააძევებს მათ მიერ ალიანსის წევრ ქვეყნებში ჩადენილი „მტრული საქმიანობის“ გამო, –იუწყება "რადიო თავისუფლება" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
„შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ აკრედიტაცია გავუუქმეთ ნატოში რუსეთის მისიის 8 წევრს, რომლებიც რუსეთის დაზვერვის გამოუცხადებელი თანამშრომლები იყვნენ. შეგვიძლია ისიც დავადასტუროთ, რომ ათამდე შევამცირეთ იმ თანამდებობების რაოდენობა ნატოში, რომლებზეც რუსეთის ფედერაციას შეუძლია თანამშრომელთა აკრედიტება. ნატოს პოლიტიკა რუსეთის მიმართ თანამდევრული რჩება. რუსეთის აგრესიული მოქმედების პაუხად ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი შეკავება და თავდაცვის პოლიტიკა, მაგრამ ამავე დროს გახსნილი ვართ რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის“, - ამბობს წყარო.