Accentnews.ge
სინოპტიკოსები ტემპერატურის მატებას პოგნოზირებენ

სინოპტიკოსები ტემპერატურის მატებას პოგნოზირებენ

06/10/2021 14:19:11 საზოგადოება

სინოპტიკოსები 7–დან 9 ოქტომბრის ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში დროგამოშვებით წვიმას, ზოგან ძლიერს, ელჭექს, ნისლსა და ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ. ტემპერატურა +12-დან +15 გრადუსამდე გათბება.

10 ოქტომბრიდან აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება. ტემპერატურა +20 დან +24 გრადუსამდე იმერყევებს.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, 7 ოქტომბრიდან გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა +20, ზოგგან +27 გრადუსამდეც კი გათბება.

ნალექის შეწყვეტას და ტემპერატურის მატებას ელოდებიან მაღალ მთაში 8 ოქტომბრიდან. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S