Accentnews.ge
უკრაინის სახელმწიფო ბანკის ხელმძღვანელი ჟურნალისტზე თავდასხმის შემდეგ თანამდებობიდან დროებით გადადგა

უკრაინის სახელმწიფო ბანკის ხელმძღვანელი ჟურნალისტზე თავდასხმის შემდეგ თანამდებობიდან დროებით გადადგა

06/10/2021 12:56:14 მსოფლიო

უკრაინის სახელმწიფო ბანკის „უკრექსიმბანკის“ ხელმძღვანელმა ევჰენ მეცჰერმა ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმისთვის ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან გადადგება.

მისი თქმით, „ემოციური რეაქცია და თავშეუკავებელი ქცევა“ გაუმართლებელია.მეცჰერის გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მხარი დაუჭირა, ხოლო მისმა ოფისმა ჟურნალისტებზე ძალადობას „მიუღებელი მოქმედება“ უწოდა.

დაზარალებული ჟურნალისტების ცნობით, ბანკის ხელმძღვანელს კლიენტისთვის სადავო კრედიტის მიცემის შესახებ დასმული კითხვა არ მოეწონა, ინტერვიუს შეწყვეტის განკარგულება გასცა, ხოლო მას შემდეგ, რაც ჟურნალისტები ჩაწერას განაგრძობდნენ, ბრძანა, მათთვის კამერა წაერთმიათ და ჩანაწერი წაეშალათ. ოპერატორის მიმართ ძალა გამოიყენეს.

აღძრულია საქმე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლის შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S