
მოლდოვის გენპროკურორი დაკავებულია
06/10/2021 12:47:51 მსოფლიო
მოლდოვის გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო კიშინიოვში დააკავეს. მას უფლებამოსილება შეუჩერეს და 72 საათით გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. სტოიანოგლოს გამოიება კორუფციას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებას ედავება.
თავად ალექსანდრ სტოიანოგლო მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ხოლო მოტივად ხელისუფლებისადმი უარს ასახელებს ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრაზე.
გენერალური პროკურორის საქმიანობის შესწავლა მოლდოვის პარლამენტის წევრმა პარტიიდან „მოქმედება და სოლიდარობა“ ლილიან კარპმა მოითხოვა. მისი განცხადებით, 2012 წელს, როცა სტოიანოგლო პარლამენტის წევრი იყო და ეროვნული უშიშროების კომისიას ხელმძღვანელობდა, პარლამენტში შეიტანა კანონი, რომელმაც შესაძლებელი გახადა მოლდოვის საბანკო სისტემის გავლით 70 მილიარდი დოლარის გათეთრება. დეპუტატთა ნაწილი სტოიანოგლოს ადანაშაულებს კორუფციულ კავშირშიც მოლდოვის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ბიზნესმენ ვიაჩესლავ პლატონთან, რომელმაც 2021 წლის ზაფხულში ქვეყანა დატოვა და ამჟამად იძებნება.