
აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით ერგნეთში აქცია გაიმართა
07/08/2019 07:18:17 კონფლიქტები
აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა და რიგითმა მოქალაქეებმა ერგნეთში აქცია გაიმართეს.
ერგნეთში აქციის ლოზუნგია "ჩვენ გვახსოვს 2008 წლის 7 აგვისტო“.
აქციის მონაწილეებმა ცხინვალის მიმართულებით სიმბოლურად ფრანები გაუშვეს. მათი თქმით, ისინი აპროტესტებენ რუსულ ოკუპაციას და აცხადებენ, რომ ფრანების გაშვება მშვიდობის გამომხატველი გზავნილია ოსი ხალხის მიმართ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა.