Accentnews.ge
კორუფციული სკანდალის გამო გალის რაიონში დაუგეგმავი შიდა შემოწმებები დაიწყო

კორუფციული სკანდალის გამო გალის რაიონში დაუგეგმავი შიდა შემოწმებები დაიწყო

06/10/2021 11:09:33 კონფლიქტები

გალის ოკუპირებული რაიონის სოფელ დიხაზურგას დე ფაქტო ადმინისტრაციაში დაუგეგმავი შიდა შემწმება დაიწყო, - იუწყება აფხაზური დე ფაქტო გენერალური პროკურატურა.

მოწმდება, კერძოდ, რამდენად სრულდებოდა განვლილ პერიოდში "პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას გასული წლის 15 ივლისის განკარგულება, რომელიც 2003 წლიდან გალელებისგან მიწის გადასახადის სახით ორმაგი ოდენობის თანხების მოკრების შესახებ ადგილობრივი "საკრებულოს" 2003 წლის გადაწყვეტილების გაუქმებას ითვალისწინებდა.

ცოტა ხნის წინ "აქცენტი" გალის რაიონის სოფელ პირველი ოტობაიას ყოფილი დე ფაქტო გამგებლის - ბესლან თურქიას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძრვის შესახებ იუწყებოდა. გამოძიების ინფორმაციით, გასული წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში თურქია მოსახლეობის მიერ მიწის გადასახადის სახით გადახდილი ორმაგი თანხებიდან 1/3-ს თავად ისაკუთრებდა და ამ გზით ჯამში 660 147 რუბლი მიითვისა.

როგორც დღეს დე ფაქტო პროკურატურაში განაცხადეს, ყოფილმა გამგებელმა მითვისებული თანხის ნაწილი უკვე დააბრუნა, მისმა თანამზრახველებმა კი - დე ფაქტო გამგებლის მოადგილემ ჯამბულ გამისონიამ და ბრიგადირმა რამაზ გიდელიამ მითვისებული თანხები სრულად აანაზღაურეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S