Accentnews.ge
"საპროტესტო კუზბასის" ყოფილი ლიდერი რუსეთიდან საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად

"საპროტესტო კუზბასის" ყოფილი ლიდერი რუსეთიდან საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად

06/10/2021 10:44:16 მსოფლიო

მოძრაობა "საპროტესტო კუზბასის" ყოფილი ლიდერი ლევ გიამმერი რუსეთიდან საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად.

ეს გადაწყვეტილება ახალგაზრდა ოპოზიციონერმა რუსეთის ხელისუფლების მიერ "ექსტრემისტული მოძრაობის დაფუძნების" მუხლით ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა დევნის ფარგლებში შესაძლო დაკავებისთვის თავის არიდების მიზნით მიიღო.

როგორც გიამერი სოციალურ ქსელში წერს, რუსეთში ხსენებული მუხლით დევნა ემუქრება ყველას, ვინც 2014-2012 წ.წ. პერიოდში ნავალნის მიერ დაფუძნებული და პუტინის რეჟიმის მიერ "ექსტრემისტულად" გამოცხადებული "ანტიკორუფციული ფონდის" მუშაობაში რაიმე სახით მაინც იყო ჩაბმული.

" სექტემბრს დასაწყისში დაკითხვაზე ჩემი 72 წლის ბებია დაიბარეს და პირდაპირ განუცხადეს, "ნუ იმალება თქვენი შვილიშვილი - მაინც ვიპოვითო". იურისტებთან კონსულტაციების შემდეგ რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება მივიღე. საქართველოში გადასაფრენად და სხვა პირველადი ხარჯებისთვის საჭირო თანხები თანამოაზრეებმა შემიგროვეს", - წერს ახალგაზრდა ოპოზიციონერი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S