
მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება
06/10/2021 08:00:08 საზოგადოება
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის 2022 წლის იანვრიდან, სახელფასო დანამატის 100 ლარით ზრდა არის გათვალისწინებული.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით,ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება სწორედ 79.4 მლნ ლარითაა გაზრდილი და 975.0 მლნ ლარს შეადგენს.
რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებას, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2022 წელს 1 637.5 მლნ ლარითაა განსაზღვრული, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ასიგნებას 112.7 მლნ ლარით აღემატება.