Accentnews.ge
თბილისი და 6 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 6 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

06/10/2021 06:58:24 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2 410 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი.

დღე–ღამის განმავლობაში დაავადებისგან გამოჯანმრთელდა 1516 პირი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 918 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 262 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 656 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 410 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 700 შემთხვევა,
  • აჭარა - 113,
  • იმერეთი - 479,
  • ქვემო ქართლი - 151,
  • შიდა ქართლი - 125,
  • გურია - 74,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 270,
  • კახეთი - 374,
  • მცხეთა-მთიანეთი - 49,
  • სამცხე-ჯავახეთი - 47,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 20 001 საიდანაც: 4 077 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 429, აჭარაში - 348, იმერეთში - 902. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 965 პირი, მათ შორის, თბილისში - 341, აჭარაში - 96, იმერეთში - 291. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 პირი, მათგან თბილისში - 138, აჭარაში - 26, იმერეთში - 28. 623 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 307 - თბილისში, 18 - აჭარაში. 15 301 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 52, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 5 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 222 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 613 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S