
გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
06/10/2021 06:20:53 საზოგადოება, რეკლამა
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის აღდგენით სამუშაოებს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საავტომობილო მიმოსვლის სრულად აღდგენა.