
"უკრაინა და საქართველო გახდებიან NATO-ს წევრები"
06/10/2021 05:29:41 პოლიტიკა
"უკრაინა და საქართველო გახდებიან NATO-ს წევრები", – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში განაცხადა.
ალიანსში გაწევრიანების საკითხზე საუბრისას, NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ უკრაინის, საქართველოს და ნატო-ს გადასაწყვეტია და „არც რუსეთის, არც არავის“.
"მხოლოდ NATO-ს წევრებმა, საქართველომ და უკრაინამ უნდა გადაწყვიტონ, როდის იქნებიან ეს ქვეყნები მზად გაწევრიანებისთვის და არა - რუსეთმა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და უკრაინის ძალისხმევას რეფორმების გატარებისა და ალიანსის სტანდარტებთან დაახლოების კუთხით. როცა 30 წევრი შეთანხმდება, რომ ეს ქვეყნები მზად არიან, ისინი NATO-ს წევრები გახდებიან. ეს არ მოხდება ხვალ, მაგრამ უკრაინა და საქართველო იქნებიან NATO-ს წევრები. ამიტომ მინდა, მივმართო ჩვენს მოკავშირეებს და ამის შესახებ ჯო ბაიდენსაც ვესაუბრე, უნდა გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა და მეტი გავაკეთოთ ასპირანტი ქვეყნებისთვის. გაწევრიანებამდე უნდა დავეხმაროთ მათ ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში, უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროებში. რეფორმების გატარებასა და კორუფციასთან ბრძოლაში. ეს არის ის, რასაც მე NATO-ს შიგნით ვაცხადებ და იმედი მაქვს, მომავალი სამიტისთვის ამბიციური გადაწყვეტილებამდე მივალთ", – განაცხადა სტოლტენბერგმა.