
ჩავუშოღლუ: "ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოსა და უკრაინის დახმარება"
05/10/2021 16:40:42 პოლიტიკა
"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოსა და უკრაინის დახმარება", – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
მანვე თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ყირიმი უკრაინას ეკუთვნის.
„ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან ძალიან ღია და გულწრფელი ვართ. პრეზიდენტი ერდოღანი აგრეთვე ძალიან გულწრფელი იყო კოლეგა პუტინთან სოჭში გამართულ შეხვედრაზე. ჩვენ მკაფიოდ განვსაზღვრეთ ჩვენი პოლიტიკა. მაგალითად, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს მიმართ. ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმის უკანონო ანექსიას. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ შავი ზღვის რეგიონის ორი ქვეყნის – საქართველოსა და უკრაინის დახმარება. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინისა და საქართველოს არა მხოლოდ ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მათი შესაძლებლობების გაძლიერებას და ნატო-სთან უკეთესი ურთიერთობების დამყარებას", –განაცხადა ჩავუშოღლუმ.