მედია – ირანმა აზერბაიჯანს ნახიჩევანის მიმართულებით სამხედრო გადაზიდვებისთვის საჰაერო სივრცე ჩაუკეტა
05/10/2021 16:23:53 მსოფლიო
ირანმა აზერბაიჯანს ნახიჩევანის მიმართულებით სამხედრო გადაზიდვებისთვის საჰაერო სივრცე ჩაუკეტა, – იუწყება აზერბაიჯანული მედია.
„ირანის მორიგი მცდელობა, დაარტყას აზერბაიჯანს, არ იმოქმედებს ნახიჩევანში სამხედრო ნაწილების მომარაგებაზე. აზერბაიჯანი ამ მარშრუტს ძალიან მცირე დოზით იყენებს და სხვა მარშრუტებზე ტრანსპორტირებას ამჯობინებს“, – აცხადებს სამთავრობო წყარო აზერბაიჯანულ მედიასთან საუბარში.
ცნობისთვის: ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქში აზერბაიჯანის და თურქეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები, „ურყევი ძმობა“ მიმდინარეობს.


