Accentnews.ge
ლარი გაუფასურებას განაგრძობს

ლარი გაუფასურებას განაგრძობს

05/10/2021 13:10:24 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1433 ლარი ეღირება, ევრო – 3.6453 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2831 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1411 ლარი ღირდა, ევრო – 3.6487 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.2669 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 6 ოქტომბერს ამოქმედდება.

ცნობისთვის: დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ "სავალუტო ბაზარზე სადღეისოდ ლარის კურსის სტაბილურობა შეინიშნება":

„სავალუტო ბაზარზე, ოფიციალური წყაროებიდან რასაც ვუყურებთ, დღეს შედარებით არის სიმშვიდე, შეინიშნება კურსის უფრო სტაბილურობა. რა თქმა უნდა, როდესაც არის წინასაარჩევნო, გარკვეული პოლიტიკური დაძაბულობა, ეს ლარის კურსზე გავლენას ახდენს. შესაძლებელია, მოთხოვნა გაჩნდეს ისეთი პირებისგან, რომლებსაც რეალურად იმ დროს არ სჭირდებათ თანხა, რაც ბაზარზე გარკვეულ დაძაბულობას იწვევს, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში, როგორც წესი, ეს დაძაბულობა ქრება ხოლმე. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მომდევნო პერიოდში ლარის კურსთან მიმართებით რაიმე ზეწოლა არ უნდა იყოს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S