
გამყრელიძე განმარტავს, რატომ შეჩერდა "ჯონსონ & ჯონსონის" ვაქცინის საქართველოში შემოტანა
05/10/2021 09:09:53 საზოგადოება
დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ "ჯონსონ & ჯონსონის" ვაქცინაზე თავის დროზე არასრული ინფორმაცია იყო მოწოდებული და მისი ქვეყანაში შემოტანა შეჩერდა გარკვეული მიზეზების გამო.
"დონაცია უნდა ყოფილიყო და ვერ შევთანხმდით ვადებზე. ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ სამი ვაქცინის ადმინისტრირებას გავაკეთებთ. ეს არის: "ფაიზერი", "სინოფარმი" და "სინოვაკი", – აცხადებს გამყრელიძე.