Accentnews.ge
საქართველოს სოფლებში იმუნიზაციის მარათონი იგეგმება

საქართველოს სოფლებში იმუნიზაციის მარათონი იგეგმება

05/10/2021 09:34:42 საზოგადოება

ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად ოქტომბრის შუა რიცხვებიდან იგეგმება საქართველოს დიდ დასახლებულ პუნქტებში, ძირითადად, სოფლებში იმუნიზაციის მარათონის, ანუ კვირეულების დაწყება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აცრის მაჩვენებელი შედარებით კარგია და სამიზნე მაჩვენებლის 79%-ს შეადგენს თბილისში, მეორე ადგილზეა აჭარა(58%) და მესამეზე რაჭა-ლეჩხუმი(51%) და ყველაზე დაბალია სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში.

"საქართველოს მასშტაბით შერჩეულია 68 დასახლებული პუნქტი, ძირითადად, სოფლები, სადაც 3000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ყველა ამ სოფელში არის ამბულატორია, ყველგან არის სოფლის ექიმი და ასევე, დამატებით თბილისიდან იქნება მობილიზებული მობილური ჯგუფები. თბილისში ყველაზე მეტი ამცრელი პუნქტია, ისინი ეხლა ძალიან დატვირთული არ არიან და მოხდება მათი გადამისამართება ამ სოფლებში", – აცხადებს გამყრელიძე.

დავაადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ეს 68 დასახლებული პუნქტი მოიცავს 250 ათასამდე მოსახლეს და მათგან დაახლოებით 25% ბავშვია. მარათონის მიზანი იქნება 2-3 კვირის განმავლობაში, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა.

როგორც გამყრელიძე აღნიძნავს, თუ ამ სიახლემ გაამართლა, შემდეგ ეტაპზე კვირეულები გაგრძელდება სოფლებში, სადაც 2000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და ა.შ.

ოქტომბრის დასაწყისიდან ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებელი 10 000-ზე ნაკლებია. აცრის ვაქცინაციის ტემპმა შემცირება დაიწყო სექტემბრის შუა რიცხვებიდან, როცა დღიური მაჩვენებელი 15 ათასსაც ვერ აღწევდა, მაშინ როცა წინა პერიოდში დღეში იცრებოდა თითქმის ორჯერ მეტი ადამიანი. საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღემდე გაკეთებულია 1 826 786 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 991 141 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 34.9%. სრულად ვაქცინირებულია 835 645 - მოზრდილი მოსახლეობის 29.3%.

საქართველოში ნებაყოფლობითი, უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S