
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
05/10/2021 09:04:33 საზოგადოება
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროთ 12:31 საათზე, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა და მისმა სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.
ცნობისთვის: ბოლო პერიოდში სოფელ სამებაში საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი მიწისძვრა მოხდა.