Accentnews.ge
"მოსახლეობის 60%ის აცრა არ იქნება ჩვენთვის საკმარისი, რომ დავიცვათ თავი მომდევნო ტალღებისგან"

"მოსახლეობის 60%ის აცრა არ იქნება ჩვენთვის საკმარისი, რომ დავიცვათ თავი მომდევნო ტალღებისგან"

05/10/2021 08:59:03 საზოგადოება

"მოსახლეობის 60%ის აცრა არ იქნება ჩვენთვის საკმარისი, რომ დავიცვათ თავი მომდევნო ტალღებისგან", – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური მესიჯებით გაგრძელდეს ვაქცინაციის ხელშეწყობის კამპანია.

"ეტაპობრივად შემოვიდა პროგრამაში წახალისება ლატარიის სახით, ასევე ოჯახის ექიმებთან აქტიური, მუშაობა ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ ჩაითვალა, რომ ფინანსური წახალისება ოჯახის ექიმებისთვის იქნება კიდევ უფრო მეტად აქტიური მექანიზმი, რომ მათი მცდელობაც მეტად უფრო ინტენსიური გახდეს. ყოველ შემთხვევაში ეს უკვე მთავრობაზე შემოტანილია ცვლილების სახით. ჩვენ ველოდებით, რომ დღეს-ხვალ უკვე მოხდება მისი ამოქმედება და შემდეგ გვექნება იმის საშუალება, რომ ვნახოთ ეს ინტერვენცია რა შედეგს მოგვცემს. ასევე მიმდინარეობს კონსულტაციები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სათაო ოფისთან, რომ მათგანაც მოვისმინოთ ჩვენ კიდევ დამატებით, რა სახის ინტერვენციები შეიძლება გამოვიყენოთ ვაქცინაციის გააქტიურებისთვის, მაგრამ რაც მთავარია, მნიშვნელოვანია ის, რომ ერთი მიმართულებით და დადებითი, პოზიტიური მესიჯებით გაგრძელდეს ვაქცინაციის ხელშეწყობის კამპანია. 60%–ს აუცილებლად მივაღწევთ, მაგრამ 60 პროცენტი არ იქნება ჩვენთვის საკმარისი, რომ გადავაზღვიოთ და დავიცვათ თავი მომდევნო ტალღებისგან. ასე რომ, ჩვენი ამბიცია დღეს არის უფრო მაღალი და გვინდა, რომ 60%–საც გადავცდეთ და ეს არის ძალიან პრობლემური“, – განაცხადა გაბუნიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S