Accentnews.ge
საქართველომ და აზერბაიჯანმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი

საქართველომ და აზერბაიჯანმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი

05/10/2021 08:39:27 თავდაცვა

საქართველოს და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ გეგმას თავდაცვის მინისტრებმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და ზაქირ ჰასანოვმა მოაწერეს ხელი, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის უწყება ავრცელებს.

ბურჭულაძე აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებს კახეთში, წინანდალში მასპინძლობს.

უწყების ცნობით, "პირველი ორმხრივი შეხვედრა თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან გამართა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან საუბრისას, განსაკუთრებული ადგილი დაეთმო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებს, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებს. საუბარი შეეხო საქართველოში ჩატარებულ მრავალეროვნულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებში აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობას და ამ კუთხით სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს. ასევე, აღინიშნა საჩხერის სამთო მომზადების სკოლის კურსებში აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ინტენსივობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს სამხედროებს შორის პოზიტიური კავშირების ჩამოყალიბებას და ურთიერთთავსებადობის ზრდას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S