
"აცრების ინტენსივობის გაზრდისა და ვაქცინაციაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით სხვადასხვა რეგიონებში მობილური ბრიგადები გაიგზავნება"
05/10/2021 08:35:18 საზოგადოება
აცრების ინტენსივობის გაზრდისა და ვაქცინაციაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით სხვადასხვა რეგიონებში მობილური ბრიგადები გაიგზავნება. ამის შესახებ როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„შესაბამისი უწყებების მხრიდან კვლავ გაგრძელდება დადგენილი რეგულაციების ასრულების მკაცრი კონტროლი. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კვლავ მოუწოდებს, დაიცვან რეგულაციები, ატარონ პირბადე როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, დაიცვან სოციალური დისტანცია და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზერებული ვაქცინები: „ფაიზერი“, ასტრაზენეკა“, სინოვაკი“ და „სინოფარმი“. შეგახსენებთ, რომ 1-ელი ოქტომბრიდან ქვეყანაში დამატებით შემოვიდა 1 მილიონი დოზა „სინოფარმი“,-განაცხადა ღიბრაძემ.