Accentnews.ge
რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან საქართველოში

რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან საქართველოში

05/10/2021 08:17:28 საზოგადოება

საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება გრძელდება. როგორც დღეს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, ხვალიდან:

  • იხსნება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მათი ჩატარება შესაძლებელი იქნება არსებული რეგულაციების დაცვით;
  • მთელი ქვეყნის მასშტაბით კვების ობიექტების მუშაობა ერთი საათით გახანგრძლივდება და ისინი 22:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე შეძლებენ;
  • 9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებლის 33 პროცენტი დაიშვება. თუმცა დაშვება მოხდება ერთი პირობით, მათ უნდა წარმოადგინონ ვაქციანციის დამადასტურებელი დოკუმენტი, 72-საათიანი ვალიდურობის პისიარ ტესტი, 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი ან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა;

ცნობისთვის: 4 ოქტომრიდან საქართველოში სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდა. სკოლებში ყველა მოსწავლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება; ამასთან, მშობლებს დისტანციური სწავლების არჩევის საშუალება კვლავ ექნებათ. გარდა ამისა, სააღმზრდელო პროცესი აღდგა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებში; ასევე ბავშვთა გასართობმა ცენტრებმა მუშაობა განაახლეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S