
კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა იხსნება
05/10/2021 08:10:37 საზოგადოება
კონცერტებსა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა იხსნება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ღიბრაძე განმარტავს, აღნიშნული ღონისძიებების ჩატარება შესაძლებელი იქნება არსებული რეგულაციების დაცვით.